
ახალი ამბები
გიორგი ისაკაძე გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.
„პირველ რიგში, საჭიროა სტრუქტურული ცვლილებების გატარება გადამხდელთა კავშირში. არ გამოვრიცხავ ასევე, რომ მისი სახელიც შეიცვალოს. გადამხდელთა კავშირში სულ მალე ახალი სახეები გამოჩნდებიან“, განაცხადა გიორგი ისაკაძემ 27 მაისს.
მისი განცხადებით, გადამხდელთა კავშირის მთავარი ამოცანაა რეალური ბიზნესის ლობირება საქართველოში და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება.
ამჟამად, გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია.