თიანეთის რაიონში 27 მაისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ერთი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა.
ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას, დაიკარგა პირუტყვი და განადგურდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას განსაზღვრავს.