პრეზიდენტი ბათუმში სამხედრო აღლუმს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს თბილისის შემდეგ ბათუმში დაესწრო. პრეზიდენტი სამხედრო კატარღით ზღვაში გავიდა და საზღვაო პერსონალს მიესალმა.


“მივესალმები გმირ აჭარლებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბათუმში ამ სამხედრო აღლუმის ჩატარება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ შევეგუებით ქვეყნის დაქუცმაცებას და ყველას, ვინც ამას მოისურვებს, საკადრის პასუხს გავცემთ, მტრის თავდასხმაზე ჩვენი რეაგირება ყოველთვის მტკიცე იქნება “, განაცხადა დღეს ბათუმში ჩასულმა პრეზიდენტმა.


ბათუმის აღლუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა და 25-ე ბრიგადის სამხედრო შენაერთებმა მიიღეს მონაწილეობა. 


 

Exit mobile version