პუტინმა სააკაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მისალოცი წერილი გამოუგზავნა.


„საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება, იმ ურთიერთობებისა, რომლებიც პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე იქნება დაფუძნებული, რუსეთის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამგვარი ორმხრივი ურთიერთობები შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებული საუკუნოვანი მეგობრობის ტრადიციებს“, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.


 

Exit mobile version