აჭარის დროებითმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის ხუთი ახალი მინისტრი დანიშნა.
აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრად დავით ღლონტი დაინიშნა, ალექსანდრე გეგენავა განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს, გივი ცეცხლაძე ჯანდაცვის მინისტრი გახდა, ედვარდ ფუტკარაძე – სოფლის მეორნეობის მინისტრი, ხოლო ალექსანდრე ბეჟანიძე – ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი.
აჭარაში მინისტრების რიცხვი 18-დან 5-მდე შემცირდა. 21 მაისს საქართველოს პარლამენტმა აჭარის უშიშროების სამინისტრო გააუქმა.