რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა თბილისში 17 მაისს ოთხსაათიანი ვიზიტისას აფხაზეთის კონფლიქტი განიხილა.
ივანოვი თავის ქართველ კოლეგას ვანო მერაბიშვილს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდა. მან თბილისი კომენტარის გარეშე დატოვა.
„განვიხილეთ აფხაზეთი. სხვა დეტალების გახმაურება საჭირო რომ ყოფილიყო გავახმაურებდით“, განუცხადა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს და სხვა კომენტარისაგან თავი შეიკავა.