აჭარის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე 6 მაისს საქართველოდან წასვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ. მან 16 მაისს რუსულ ტელეკოპანია OPT-ს გადაცემა „ვრემენა“-ში მიიღო მონაწილეობა.
ასლან აბაშიძის განცხადებით, იგი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„პოლიტიკოსები არასოდეს მიდიან პოლიტიკიდან. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავეხმარო საქართველოს ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის საქმეში“, განაცხადა აბაშიძემ.