თბილისში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი ჩამოდის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი დღეს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რა საკითხებზე ისაუბრებენ მხარეები.


იგორ ივანოვი საქართველოში, კერძოდ, ბათუმში  6 მაისს იმყოფებოდა, როდესაც  აჭარის მაშინდელმა ლიდერმა ასლან აბაშიძემ თანამდებობა დატოვა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. 

Exit mobile version