აჭარაში იარაღის ჩაბარების ბოლო ვადა ამოიწურა

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უკანონო იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების საბოლოო ვადა 16 მაისს ამოიწურა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, 3 000 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 400 ყუმბარა და 50 ყუმბარმტყორცნი იქნა ჩაბარებული მას შემდეგ, რაც აჭარის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ 6 მაისს საქართველო დატოვა.


„ჩაბარების დადგენილი ვადა ამოიწურა და ახლა სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რეგიონში [აჭარაში] არსებული უკანონო იარაღი ამოიღონ“, განაცხადა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ღლონტმა 16 მაისს.


ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ იარაღის ჩაბარების პროცესს „წარმატებული“ უწოდა და დასძინა, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის იარაღი დარჩა მოსახლეობაში.


 

Exit mobile version