საქართველოს მთავრობამ დღეს პარლამენტს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის საკონსტიტუციო უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა.
პარლამენტის ბიურომ დოკუმენტი 14 მაისს განიხილა. კანონპროექტში დეტალურად არის გაწერილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებები. პარლამენტი კანონპროექტს მომავალ კვირას რიგგარეშედ განიხილავს.