აჭარაში თბილისიდან ჩასული ეკონომიკური გუნდი მუშაობს

ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი ეკონომიკურ გუნდთან ერთად უკვე მეორე დღეა ბათუმში იმყოფება. მისი აჭარაში ჩასვლის მთავარი მიზანია გადაისინჯოს აქამდე  პრივატიზირებულ ობიექტთა სია, კერძოდ,  თუ რამდენად კანონიერად მოხდა ცალკეული ობიექტების პრივატიზება და ასევე იმ ობიექტების, რომელთა პრივატიზება უახლოეს პერიოდში შეიძლება განხორციელდეს. 


აჭარაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებს სპეციალური ეკონომიკური გუნდი, რომელიც ამ საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს. ეკონომიკური გუნდი განიხილავს ასევე ბათუმის პორტის სტატუსის შეცვლის საკითხს. აქამდე ბათუმის პორტი ბათუმის მერიის მფლობელობაში იყო. შესაძლოა ბათუმის პორტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სააქციო საზოგადოება გახდეს.


დღეს ეკონომიკის მინისტრი ბათუმში მეწარმეებს ხვდება და ასევე, მოინახულებს სხვადასხვა სამრეწველო ობიექტებს.



 

Exit mobile version