საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ სოლანას ხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას 11 მაისს შეხვდება.


ხავიერ სოლანას პრეს-სამსახურის განცხადებით, “შეხვედრის შედეგად შესაძლებელი გახდება საქართველოში და საერთოდ  რეგიონში არსებული სიტუაციის განხილვა”.


სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტრასბურგში 12-13 მაისს გაიმართება. 

Exit mobile version