წალკაში შინაგანი ჯარი შევიდა

შინაგანი ჯარის 100-კაციანი შენაერთი 11 მაისს წალკის რაიონში შევიდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ადგილობრივ ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის 9 მაისს მომხდარი დაპირისპირება, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.


ადგილობრივ ოფიციალურ პირების თქმით, წალკაში ადგილობრივ ქართველ და სომეხ მოსახლეობას შორის დაპირისპირება ძირითადად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ხდება.   


საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალკის რაიონში სულ დაახლოებით 20 000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მოსახლეობის 57%-ს ეთნიკური სომხები წარმოადგენენ.


წალკაში ასევე ცხოვრობს დაახლოებით 4 500 ბერძენი, 2 500 ქართველი და 2 000-მდე აზერბაიჯანელი.
 

Exit mobile version