აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საგზაო მიმოსვლა აღსდგა, მას შემდეგ რაც 10 მაისს ჩოლოქის მდინარეზე დროებითი ხიდი დამონტაჟდა.
აჭარის ხელისუფლებამ 2 მაისს დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი 3 ხიდი, მათ შორის ჩოლოქის ხიდიც, ააფეთქა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღდგენილი დროებითი ხიდის გახსნის ცერემონიაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
მისი განცხადებით, ის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც აჭარას დანარჩენი საქართველოსგან ყოფდა, „ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდება“.
„აჭარასა და დანარჩენ საქართველოსთან ხელოვნული ბარიერები აღარ იარსებებს. ვფიქრობ, ეს საკითხი ჩაიდება აჭარის ახალ კონსტიტუციაში“, – დასძინა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველებს ზაფხული აჭარის სანაპიროებზე გაატარონ. „ეს იქნება ქართველი მოქალაქეების ფინანსური დახმარება აჭარელი მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.