პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერი ედვარდ სურმანიძე აჭარის დროებითმა საბჭოს ბათუმის მერის მოვალეობის შემსულებლად დანიშნა.
მანამდე ეს პოსტი აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ვაჟიშვილს, გიორგი აბაშიძეს ეკავა.
დროებითმა საბჭომ, რომელიც აჭარას ვადამდელ ადგილობრივ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, უკვე დანიშნა აჭარის ხუთი რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები.
მერაბ ნოღაიდელი ქობულეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მისი წინამორბედი ტარიელ ხალვაში დაპატიმრებულია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით.