საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში რუმინეთის დახმარების იმედი აქვს

რუმინეთის პრეზიდენტმა იონ ილიესკუმ პრეზიდენტ სააკაშვილთან 14 მაისს ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური შანსი აქვს.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუმინეთი, რომელიც ნატოს მარტში შეუერთდა, დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების საქმეში.


„საქართველომ უნდა შესძლოს სწრაფად აითვისოს ევროატლანტიკური ღირებულებები, რათა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც ექნება ნატოში გაწევრიანების რეალური შანსი“, აცხადებს “ფრანს პრესი” რუმინეთის პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით. იონ ილიესკუს განცხადებით, საქართველო „დემოკრატიის მოდელი არის კავკასიაში“.


საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს რამოდენიმე ხელშეკრულებას ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკებთან  ბრძოლის შესახებ.   

Exit mobile version