აშშ მიესალმება აბაშიძის გადადგომას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მიესალმება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აღდგენას.


„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ასლან აბაშიძის წასვლას და თბილისის ხელისუფლების მშვიდობიან აღდგენას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.


„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია აჭარაში კანონიერების და დემოკრატიული მმართველობის აღსადგენად. ეს ისტორიული დღეა საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის. მზად ვართ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა განვაგრძოთ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში“.  

Exit mobile version