ჩოლოქზე განლაგებულმა აჭარის სპეცრაზმმა თბილისიდან მომავალი მომიტინგეები აჭარაში არ შეუშვა და გამაფრთხილებელი სროლაც ატეხა.
თბილისიდან მომავალი მომიტინგეები ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს უნდა შეერთებოდნენ.
საქართველოს ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტები, თუ როგორ ისროდნენ ნიღბიანი პირები ჰაერში მას შემდეგ, რაც მომიტინგეები მდინარე ჩოლოქს მიუახლოვდნენ.