საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს აჭარაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
„ჩვენ განვიხილავთ აჭარაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის იმ შეტაკებას, რომელსაც დღეს აჭარის ხელისუფლებასა და მშვიდობიან მომიტინგეებს შორის მოხდა“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა სხდომის დაწყებამდე.
ბათუმში 4 მაისს გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია აჭარის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. არსებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა.
თავდაპირველად აჭარის ხელისუფლება საპროტესტო აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა, თუმცა შემდგომში ხელკეტებიც გამოიყენა.