საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები – მიხეილ სააკაშვილი, ილჰამ ალიევი და რობერტ ქოჩარიანი 28 აპრილს ვარშავაში შეხვდნენ ევროპის ეკონომიკური სამიტის ფარგლებში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AzerTaj-ის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა რეგიონალური საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
29 აპრილს დაგეგმილია პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ევროპის ეკონომიკურ სამიტზე. მოგვიანებით იგი თავის პოლონელ კოლეგას ალექსანდრე კვასნევსკის შეხვდება.