პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 აპრილს უარყო აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრალდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ აჭარაში სპეცოპერაციის მომზადების თაობაზე.
„აჭარაში შეჭრა ჩემთვის იგივეა, რაც მტკვრის ერთი სანაპიროდან მეორეში შეჭრა“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
ასლან აბაშიძემ 22 აპრილს განაცხადა, რომ მან უკვე მიმართა აშშ-ს და რუსეთს თხოვნით აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში არსებულ კრიზისის მოგვარების საქმეში, “კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით”.