ბათუმის შინაგანი ჯარის მეთაური თბილისს დაუმორჩილებლობას უცხადებს

აჭარაში დისლოცირებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300-კაციანი შენაერთის მეთაურის მურად ცინცაძის განცხადებით, იგი დაუმორჩილებლობას უცხადებს ცენტრალურ ხელისუფლებას და მხოლოდ აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრძანებებს ემორჩილება.


„ამ განცხადებაში ახალი არაფერია. იგი [მურად ცინცაძე] არასოდეს ემორჩილებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა 21 აპრილს ჟურნალისტებს.


19 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა რომან დუმბაძემ ასევე ღიად დაუჭირა მხარი ასლან აბაშიძეს. მას სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და მის სახელზე დაპატიმრების სანქციაც გაიცა.

Exit mobile version