ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც 21 აპრილს იყო დაგეგმილი, გადაიდო. პირველი სხდომის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
პრეზიდენტი სააკაშვილი სავარაუდოდ 22 აპრილს შეხვდება მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წარმომადგენლებს, რომელთაც უმრავლესობა მოიპოვეს პარლამენტში, და მათთან ახალი პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 20 აპრილს განაცხადა, რომ აჭარაში არსებული სიტუაცია პარლამენტის სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება.