საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა. იგი ყირგიზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მთავრობების მეთაურთა სამიტს დაესწრება.
დსთ-ს სამიტზე მთავრობების წარმომადგენლები ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრს ასევე თან ახლავს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკურ საკითხებში ჯამბულ ბაკურაძე.