ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) სპეციალური წარმომადგენლები ქობულეთისა და ხულოს რაიონებში გაემგზავრენ, რათა 18 აპრილს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარება უზრუნველყონ. ამის შესახებ ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი თავადაც აპირებს ამ რაიონებში გამგზავრებას, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.
ცსკ-მ აჭარის ხულოსა და ქობულეთის რაიონებში არჩევნების შედეგები ბათილად 4 აპრილს გამართულ სხდომაზე სცნო და ასევე გააუქმა საარჩევნო კომისეიბიც. ცსკ-ს გადაწყვეტილებით, ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცსკ-ს მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი უზრუნველყოფს.
ხულოსა და ქობულეთში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე მოხდა.