ქართველი სამხედროების ერთი ნაწილი დღეს გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ერთვიანი მომზადების შემდეგ კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას. ქართულ შენაერთში დაახლოებით 148 კაცია. კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებს ქართველი სამხედროები გერმანულ-იტალიურ ბატალიონებთან ერთად განახორციელებენ.
ამჟამად კოსოვოში უკვე იმყოფება ქართველ სამხედროთა მცირე შენაერთი, რომელიც ერთი თვის წინ გაემგზავრა საქართველოდან. თავდაცვის სამინისტროს საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, 148-კაციანი სამხედრო შენაერთი კოსოვოში მყოფ ქართველ სამხედროებს შეუერთდება. კოსოვოში ქართველი სამხედროები 7 თვე დარჩებიან.