თბილისის საოლქო სასამართლო ლეიბორისტული პარტიის სარჩელს განიხილავს, რომელშიც პარტია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვს.
ოფიციალური შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ ხმების 5,8% მოიპოვა. ამგვარად, პარტიამ ვერ შეძლო 7%-იანი ბარიერის გადალახვა. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.
28 მარტის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 აპრილს გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც აჭარის ორ ოლქში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.