ცსკ არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს ამჟამად კომისიაში შესული საარჩევნო ოქმების მიხედვით. წინასწარი მონაცემებით მმართველი პარტია ლიდერობს.


“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები”  – 76,04%
“მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” – 7,5%
“ლეიბორისტული პარტია” – 5,43%
“სოციალისტური პარტია” – 0,3%
“ედპ-ტრადიციონალისტები” – 2,43
ბლოკი “ჯუმბერ პატიაშვილი –ერთობა” – 3,88%
“თავისუფლება – კონსტანტინე გამსახურდია” – 1,66%
“დემოკრატიული აღორძინება” – 0,63%


ცსკ-ს თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ეს არ არის საბოლოო შედეგები და დღის განმავლობაში საარჩევნო ბიულეტენების შემოტანის შემდეგ ცალკეული პარტიების პროცენტული მაჩვენებელი შეიცვლება. ამ დროისათვის დათვლილია 123 ათას 380 ბიულეტენი. 

Exit mobile version