ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა ქვემო ქართლის ორ უბნანზე. ამის გამო იგი სამართალდამცავი ორგანოებისაგან საუბნო კომისიების თავმჯდომარეებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიებას მოითხოვს.
ცსკო-ს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ამ ორ 41 და 47-ე უბანზე დაფიქსირებული დარღვევბის გამო არჩევნების შედეგები ბათილად იქნას გამოცხადებული. მისი განცხადებით, ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმა ოთხჯერ მისცა, ხოლო ამომრჩევლებს წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები ურიგდებოდათ. ზურაბ ჭიაბერაშვილი ყველა ამ ფაქტის შესაბამის გამოძიებას მოითხოვს.