სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს განათლების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კარტოზიასა და მისი მოადგილის ვლადიმერ სანაძის წინააღმდეგ.
ორივე მათგანს წიგნებისა დაბეჭდვისა და სასკოლო ინვენტარის დამზადებისას ფინანსურ მაქინაციებში ედებათ ბრალი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასალები უკვე გადაეცა გენერალურ პროკურატურას, რომელიც საქმეს გამოიძიებს.