აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 23 მარტს განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რეგიონისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ აჭარა მონაწილეობს ამ არჩევნებში; თუმცა ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ავტონომიური რესპუბლიკისთვის. აჭარის მეთაურის არჩევნები კი ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.
ასლან აბაშიძე აჭარის მეთაურად 2001 წელს ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.