21 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარნეულის სამხედრო აეროდრომი მოინახულა და იქ მომსახურე პერსონალსა და პილოტებს განუცხადა, რომ “უახლოეს მომავალში გაორმაგდება სავერტმფრენო პარკი.”
“ჩვენ შევიძენთ სამხედრო ვერტმფრენებს და საქართველოს ეყოლება თანამედროვე, ძლიერი საჰაერო ძალები,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამჟამად საქართველოს საჰაერო ძალებში ირიცხება რუსული წარმოების ორი Mi-2, სამი Mi-24 და ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენები, ასევე აშშ-ის მიერ ნაჩუქარი რვა UH-1U “იროკეზის” ტიპის ვერტმფრენი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განუცხადა ჯარისკაცებს, რომ უახლოეს მომავალში მათ ხელფასებიც გაუორმაგდებათ.