თურქეთის დელეგაცია აჭარაში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება

თურქეთის მთავრობის დავალებით საქართველოში იმყოფებიან თურქეთის პარლამენტის წევრი იასარ იაკისი და თურქეთის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეფაედინ საჰინი. 

თურქი დეპუტატი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მიზნად ისახავენ გაეცნონ ბოლო დროს აჭარაში განვითარებულ მოვლენებს.

დღეს დელეგაციამ შეხვედრები გამართა პრეზიდენტ სააკაშვილთან და პრემიერ მინისტრ ჟვანიასთან. დაგეგმილია მათი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

მოგვიანებით კი თურქი დეპუტატი და ყოფილის სახელმწიფო მინისტრი ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობასთან.

Exit mobile version