პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის მთავრობას აჭარის კრიზისის მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა, რომლის ერთ-ერთი სამხედრო ბაზაც აჭარაშია განლაგებული, „კარგი როლი ითამაშა კრიზისის მოგვარების საქმეში“.
სააკაშვილის თქმით, იგი პრეზიდენტ პუტინს ესაუბრა ტელეფონით, რის შემდეგაც რუს სამხედროებს უბრძანეს „არ გასულიყნვნენ სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან“ და არ ჩარეულიყვნენ კრიზისში.
აჭარის ლიდერთან ბათუმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ბრატისლავაში გაემგზავრა, სადაც იგი კონფერენციაში „ფართო ევროპა: ახალი დღის წესრიგი“ მონაწილეობს. კონფერენცია ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.