ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი მიესალმებიან საქართველოს ცენტრალური და აჭარის რეგიონალური ხელისუფლებების მიერ კრიზისის დაძლევის ფაქტს.
„ძალიან გამიხარდა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასგან გავიგე, რომ ბათუმში შეხვედრის დროს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ შეთანხმებას მიაღწიეს“, – განაცხადა შვიმერმა.
„ეს ძალიან პოზიტიური შედეგია მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ.
კვირის დასაწყისში საქართველოშო ვიზიტის დროს სოლომონ პასიმ მხარეებს მოსთხოვა განეგრძოთ მოლაპარაკებები აჭარაში დაძაბულობის მშვიდობიანი გზით შესამსუბუქებლად. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი ასევე ესაუბრა ზურაბ ჟვანიას და ასლან აბაშიძეს კვირის დასაწყისში და მათ კრიზისის მშვიდობიანი გზით დაძლევა მოსთხოვა.