ცენტრალური საარჩვენო კომისიის წევრი “დემოკრატიული აღორძინებიდან” ზურაბ აბაშიძე აჭარაში ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადების გადაწევას მოითხოვს. ამომრჩეველთა რეგისტრაცია აჭარაში ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა როგორ და რა ტემპებით გაურკვევლია.
ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, აჭარაში მიმდინარე მოვლენებმა მკვეთრად შეაფერხა საარჩევნო პროცედურების განხორციელება. “აჭარაში არჩევნების ჩატარებას ორი მხარე აქვს – პოლიტიკური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური. კარგია რომ მოგვარდა პოლიტიკური მხარე, მაგრამ რჩება მთელი რიგი ტექნიკური პრობლემები”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 19 მარტს გამართულ სხდომაზე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა რამდენად სამართლიანად ჩატარდება გაურკვეველია.