ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი აჭარაში საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ვერ მოხერხდება იმ პროცედურების განხორციელება, რაც განაპირობებს არჩევნების სამართლიან ჩატარებას.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კომისიაში ჯერაც არ არის გადმოგზავნილი აჭარის ამომრჩევლთა დაზუსტებული სიები, მომზადებული არ არის საარჩევნო უბნები და ადმინისტრაციები. “მოკლე პერიოდში კი ამ ყველაფრის გაკეთება ვერ მოხერხდება”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 18 მარტს.