აშშ მიესალმება აჭარის კრიზისის დაძლევის ფაქტს

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება პროგრესს, რომელიც საქართველოს ცენტრალურ და აჭარის რეგიონალურ ხელისუფლებას შორის იქნა მიღწეული.


„პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს [18 მარტს] განაცხადა, რომ მან და აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აჭარაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდებოდა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 18 მარტს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


„ასლან აბაშიძე დათანხმდა, რომ მომავალ არჩევნებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლები გააკონტროლებენ. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და მოვუწოდებთ ორივე მხარეს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები“, – დასძინა ადამ ერელიმ.

Exit mobile version