ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი ამჟამად ბათუმში იმყოფება.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე პლამენ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს სატელეფონო საუბრები ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთან და აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან.
ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასლან აბაშიძე თანახმაა აჭარაში ევროპის საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიას უმასპინძლოს.