სააკაშვილსა და აბაშიძეს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის მოლაპარაკებები ბათუმში უკვე ერთ საათზეა მეტია გრძელდება. 


პრეზიდენტს ჩოლოქის საგუშაგოზე ასლან აბაშიძის მხარდამჭერები „ბაბუ-ბაბუს“ ძახილით დახვდნენ.


თუმცა, ბათუმისკენ მიმავალ პრეზიდენტს გზაში ასობით თავისი მხარდამჭერი დახვდა, რომლებიც მას წითელი ვარდებით და „მიშა-მიშას“ ძახილით შეეგებნენ.


ვიზიტის დროს უკვე მოხდა ერთი ინციდენტი, როდესაც ჟურნალისტების ერთი ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტს ახლდა, ბათუმში არ შეუშვეს. თუმცა, პრეზიდენტის ჩარევის შედეგად ჟურნალისტებმა ბათუმში შესვლა მოახერხეს. 

Exit mobile version