სააკაშვილი აბაშიძეს ბათუმში შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს  პირისპირ შეხვედრა 18 მარტს ბათუმში შედგება.


ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯომარემ ნინო ბურჯანაძემ ბათუმში ასლან აბაშიძესთან თითქმის ექვს საათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
 
“ასლან აბაშიძის განწყობა იყო პოზიტიური და მიმართული იმისაკენ, რომ სწრაფად მოიხსნას დღეს არსებული პრობლემები, რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს ბლოკადის თემა და სწრაფად ჩავდგეთ ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში, რაც თავისთავად გულისხმობს არჩევნების ნორმალურად ჩატარებას. ასევე ცენრტსა და რეგიონს შორის ნორმალურ ურთიერთობების დამყარებას” – განაცხადა დღეს ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს შორის შემდგარი შეხვედრა დადებით შედეგს გამოიღებს და ვითარება დარეგულირდება.

Exit mobile version