პრემიერ-მინისტრი აჭარის ჰუმანიტარული მდგომარეობით შეშფოთებულია

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 17 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი შეშფოთებულია აჭარაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით.


„ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ აჭარაში ფასები გაიზარდა და ხდება პირველადი მოხმარების საგნების პანიკური შესყიდვა“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


„ბუნებრივია, საბანკო სისტემის დახურვის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნება აჭარაში ხელფასებისა და პენსიების გაცემასთან დაკავშირებით“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.


მისი თქმით, ამჟამად მთავრობა ყველა ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობას.


საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკონომიკური ბლოკადა 16 მარტს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე დაუწესა. 



 

Exit mobile version