მოსკოვის მერი ბათუმში ჩავიდა

მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი 16 მარტს დილით ბათუმში ჩავიდა, სადაც იგი აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართავს მოლაპარაკებებს.


„ჩვენ აქ იმისათვის არ ვართ, რომ ჩავერიოთ საქართველოს საქმეებში, ჩვენ ასლან აბაშიძის ახლობლები, ძმები ვართ“, –  განუცხადა მოსკოვის მერმა აჭარის ტელევიზიას.


15 მარტს საღამოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აჭარის რკინიგზის, შავი ზღვის პორტისა და საჰაერო სივრცის გადაკეტვა კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა.


თუმცა, პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლების თხოვნის შემდეგ, მან კეთილი ნება გამოიჩინა და ნება დართო რუსეთის დელეგაციას ბათუმში ჩასულიყო.

Exit mobile version