აფხაზეთის უზენაეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა დღეს გამართულ სხდომაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. 25 დეპუტატიდან 21-მა მხარი დაუჭირა საბჭოს წევრს თემურ მჟავიას.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატი იყრიდა კენჭს – ნაპოლეონ მესხია, გიორგი გვაზავა და თემურ მჟავია.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ორჯერ გადაიდო. 


მანამდე ეს პოსტი თამაზ ნადარეიშვილს ეკავა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე იანვარში დატოვა.

Exit mobile version