აჭარაში მოქმედი ოპოზიციური მოძრაობების ლიდერთა განცხადებით, რეგიონის ხელისუფლების მიერ ავტონომიურ რესპუბლიკაში ოპონენტების დაშინება ხდება. ისინი მათგან რეგიონის დატოვებას მოითხოვენ.
“აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩვენი აქტივისტების დევნისა და დაშინების 40-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მათი მოთხოვნაა ოპოზიციურად განწყობილმა პირებმა დატოვონ აჭარის ტერიტორია. არსებობს კიდევ ბევრი შემთხვევა, თუმცა ბევრს ამის შესახებ საუბარი უჭირს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას „ჩვენი აჭარას“ წარმომადგენელმა თამაზ დიასამიძემ.
პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი მოთხოვნა აჭარის ლიდერისადმი რეგიონში ოპოზიციის აქტივისტების უსაფრთხოების დაცვა იყო.