აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მკვლელობაში ედება ბრალი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა 15 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ბაკურიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას თემურ ინაიშვილის მკვლელობაში ედება ბრალი.


აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი 18 იანვარს ბათუმის ცენტრში მოკლეს.


აჭარაში მოქმედი ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგანაც ინაიშვილი ოპოზიციურ მოძრაობებს უჭერდა მხარს.

Exit mobile version