აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე გვიან ღამით მოსკოვიდან ბათუმში თვითმფრინავით დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასლან აბაშიძემ მოსკოვიდან რუსი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ჩამოიყვანა, თუმცა ამის შესახებ თავად აჭარის ლიდერს კომენტარი არ გაუკეთებია.
ასლან აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან 14 მარტს დღის საათებში გამართულ სატაელეფონო საუბარს რთულს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი საკამაოდ მომთხოვნი და კატეგორიული ტონით ესაუბრა მას.
აჭარის ლიდერი ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს აჭარაში ვითარების დაძაბვაში და აცხადებს, რომ ცენტრს რეგიონის ოკუპაცია აქვს დაგეგმილი.
ასლან აბაშიძეს, რომელიც მოსკოვში სამი დღის წინ გაემგზავრა ბათუმში დაბრუნების დროს კომენტარი არ გაუკეთებია ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ მოსკოვში მას საქმიანი შეხვედრები ჰქონდა.