ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში მოშიმშილე ლექტორების და სტუდენტების ერთი ნაწილი დაუდგენელმა პირებმა დღეს დაარბიეს.
დარბეული სტუდენტებისთვის გაუგებარია თუ ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც თავს დესხნენ და დაარბიეს.
ბათუმელი სტუდენტების და ლექტორების ერთმა ნაწილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ისინი აპროტესტებენ ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის ვითარების დაძაბვას.