პრემიერ-მინისტრი სააკაშვილსა და აბაშიძის სატელეფონო საუბრის შინაარსზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს შეზღუდოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებები მისი სურვილია შეხვედეს აჭარის მოსახლეობას, ეს არის პრეზიდენტსა და ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის ძირითადი შინაარსი, რომელიც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გააცნო.
 
“სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტი მკაცრი იყო და კიდევ ერთხელ განუმარტა  ასლან აბაშიძეს, რომ ის არ აპირებს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მსგავსად უმოქმედოდ ყოფნას. თუ ვინმე ცდილობს რომ განაცხადოს თითქოს აჭარაში არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, მაშინ საჭიროა სხვა მოქმედებები. საქართველოს ხელისუფლების მიზანია აჭარაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი აპირებს ცივილიზებული ფორმით იმოქმედოს. Pპრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რა კომენტარი გააკეთა თავად ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აბაშიძეს «კონკრეტული პასუხი არ გაუცია.«

Exit mobile version