მოსკოვი თბილისს მოუწოდებს უარი თქვას ძალის გამოყენებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ 14 მარტს კვლავ მოუწოდა თბილისს არ გამოიყენოს ძალა.


„არსებობს ყველა საბაბი, რათა ვივარაუდოთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში ძალის გამოყენებას ცდილობს. ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ეკისრება,“ – განუცხადა იაკოვენკომ რუსულ სააგენტო „ინტერფაქს.“

Exit mobile version